თარიღი: 28 იანვარი 2012 წელი
ქართული  русский  English  



გვერდი იხილა 186532 სტუმარმა
განახლებულია:
2012-01-23
დამზადებულია:
2009-10-25





Untitled Document

სიახლეები

მიმდინარეობს საიტის განახლება

Website is under construction

23 იანვარი 2012
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტთა(1 კურსის გარდა) საყურადღებოდ!

ამა წლის 27 თებერვლიდან აკადემიის ტერიტორიაზე შემოსვლა შესაძლებელია მხოლოდ აკადემიის ფორმით, შავი შარფით და ფორმის ქუდით. წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტი არ დაიშვება აკადემიის ტერიტორიაზე.
13 იანვარი 2012
განცხადება სტუდენტებისთვის!

IAMU-ს მე-13 გენერალურ ასამბლეაზე მონაწილეობის მიღების მსურველმა მე-2-3 კურსის სტუდენტებმა 2012 წლის 30 მარტის 18:00 სთ.მდე საერთაშორისო საკითხებში რექტორის მრჩეველთან ქ-ნ ეკა სირაძესთან უნდა წარმოადგინონ მაქსიმუმ 500 სიტყვიანი ინგლისურ ენაზე შესრულებული ანოტაცია შემდეგ რომელიმე თემაზე ... სრულად »
10 იანვარი 2012
ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან არსებული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2011 წლის 2 დეკემბრის №13 სხდომის გადაწყვეტილების თანახმად საზღვაო აკადემიის ბაკალავრიატის ყველა საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია ...სრულად
10 იანვარი 2012
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

2010/2011 სასწავლო წლის მეორე სემესტრის შედეგების მიხედვით, დაენიშნოთ წამახალისებელი სტიპენდია 125 ლარის ოდენობით 2011 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის თვეში ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ქვემოთ ჩამოთვლილ სტუდენტებსიხილეთ მიმაგრებული ფაილი
10 იანვარი 2012
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

2010/2011 სასწავლო წლის მეორე სემესტრის შედეგების მიხედვით, დაენიშნოთ წამახალისებელი სტიპენდია 125 ლარის ოდენობით 2011 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეში საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის ქვემოთ ჩამოთვლილ სტუდენტებს იხილეთ მიმაგრებული ფაილი
29 დეკემბერი 2011
აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებს, ადმინისტრაციულ პერსონალსა და სტუდნეტებს!

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. დაე, 2012 წელმა სიხარული, ბედნიერება და წარმატებები მოგიტანოთ თქვენ და თქვენს ოჯახებს. გასულ 2011 წელს მრავალი ცვლილება განხორციელდა აკადემიაში, რაც ვფიქრობ დადებითად აისახა არამარტო სწავლების ხარისხზე, არამედ თითოეულ თქვენგანზეც. ... სრულად »
22 დეკემბერი 2011
საზღვაო აკადემიის სტუდენტთა საყურადღებოდ!

ახალი წესის თანახმად F კატეგორიის შეფასების გადაბარება აღარ მოხდება,ადრე დაგეგმილი საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრების შემდეგ. F კატეგორიის შეფასების გადაბარება მოხდება სასწავლო სემესტრის დროს 30 კრედიტის ფარგლებში. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატს.
12 დეკემბერი 2011
სტუდენტთა საყურადღებოდ!

დამატებითი მეცადინეობების ცხრილი
16 ნოემბერი 2011
აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება

იხილეთ მიმაგრებული ფაილი
09 ნოემბერი 2011
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისა და სს”პრივატბანკი საქართველო”-ს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

9 ნოემბერს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და სს ”პრივატბანკი საქართველო”-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის თანახმად, აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან პრივატბანკის ბაზაზე ... სრულად »
04 ნოემბერი 2011
ქალბატონ ასმათ დიასამიძის ვიზიტი

ა/წ 4 ნოემბერს, აჭარის არ უმაღლესი საბჭოს წევრი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ქალბატონი ასმათ დიასამიძე და კომისიის წევრები აკადემიის საკონფერენციო დარბაზში შეხვდნენ საზღვაო აკადემიის ხელმძღვანელობას და ლექტორ-მასწავლებლებს ... სრულად »
03 ნოემბერი 2011
შეხვედრა დანიელ ექსპერტთან

3 ნოემბერს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ახალ ბიბლიოთეკაში ჩატარდა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ორგანიზებული შეხვედრა, რომელზეც მოწვეული იყო დანიელი ექსპერტი ბატონი მორგენს ლარსენი ... სრულად »
26 ოქტომბერი 2011
სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დელეგაციის ვიზიტი იაპონიაში

2011 წლის 19-25 ოქტომბერს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დელეგაცია (რექტორი ნიკოლოზ წიკლაური და რექტორის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ეკა სირაძე) ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა იაპონიაში. ... სრულად »
19 ოქტომბერი 2011
აკადემიის სტუდენტები აშშ-ს სამხედრო გემზე

18 ოქტომბერს აშშ საელჩოს დახმარებით აკადემიის სტუდენტები იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო გემზე, შეხვდნენ მეზღვაურებს და დაათვალიერეს გემი.
18 ოქტომბერი 2011
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

17 ოქტომბერს აკადემიური საბჭოს წარდგინებით ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარმომადგენლობითმა საბჭომ დაამტკიცა თეიმურაზ ტუკვაძე.
17 ოქტომბერი 2011
აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება

იხილეთ მიმაგრებული ფაილი
12 ოქტომბერი 2011
გემთფლობელი კომპანიების წარმომადგენელთა ვიზიტი აკადემიაში

2011 წლის 11 ოქტომბერს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას ვიზიტით ეწვია Tanker Pacific–ის დირექტორი კაპიტანი ანილ სინგჰი, კომპანიის უკრაინის ოფისის გენერალური მენეჯერი კაპიტანი გიორგი რამიშვილი, LAM LYONEL Makzume Shipping Agencies Co Inc წარმომადგენელი ბ-ნი სელიმ მაკზუმე და მენეჯერი ბ-ნ იჩიან გირინანჩი. ... სრულად »
11 ოქტომბერი 2011
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ს.ს.ი.პ. – სასწავლო უნივერსიტეტი-ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადების, პრეტენდენტთა რეგისტრაციის დაწყებისა და მათი შერჩევის კრიტერიუმების შესახებ...ვრცლად
07 ოქტომბერი 2011
აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება

იხილეთ მიმაგრებული ფაილი
29 სექტემბერი 2011
აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება

იხილეთ მიმაგრებული ფაილი

 



ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
: საქართველო, ქ. ბათუმი, რუსთაველის 53;
ელექტრონული ფოსტა: info@bsma.edu.ge;
ტელ: (8422)275388, ფაქსი: (8422)274850