info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

აკადემიის ისტორია

სურათი

საზღვაო განათლება ბათუმში ითვლის შვიდ ათეულ წელზე მეტს. გასული საუკუნის 20-იან წლებში ბათუმის პორტში გაიხსნა საღამოს საზღვაო კურსები, რომლის ბაზაზე 1929 წელს დაარსდა ბათუმის საზღვაო ტექნიკუმი. 1944 წლის 5 მარტს სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის დადგენილებით საზღვაო ტექნიკუმის ბაზაზე შეიქმნა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი.

ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელმა თავისი არსებობის ნახევარსაუკუნოვან პერიოდში უდიდესი როლი ითამაშა საზღვაო საქმის განვითარებაში, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს საბჭოეთში. სასწავლებელმა 5 ათასამდე მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტი მოამზადა საზღვაო ფლოტში სამუშაოდ.  მისი კურსდამთავრებულები დღესაც წარმატებით მუშაობენ საოკეანო გემებზე საქართველოსა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის დროშის ქვეშ.

ამ დიდი ტრადიციების მქონე ავტორიტეტული საზღვაო სასწავლებელის ბაზაზე, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ურთულეს პერიოდში, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით 1992 წელს დაარსდა ბათუმის უმაღლესი საზღვაო სასწავლებელი, რომელმაც ასევე საქართველოს მთავრობის 1994 წლის გადაწყვეტილებით მიიღო სტატუსი: სახაზინო საწარმო – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია (ბსსა).

2004 წლიდან საქართველოში დაიწყო მთელი განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა. 2005 წლის 25 აპრილს აკადემიის სტატუსი განისაზღვრა, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ხოლო საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 ოქტომბრის №184 დადგენილებით განისაზღვარა საზღვაო აკადემიის დღევანდელი სტატუსი, სახე და სახელწოდება: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია Legal Entity of Public Law Teaching University Batumi State Maritime Academy.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია სთავაზობს სტუდენტებს განათლების მიღების შესაძლებლობას საზღვაო ინდუსტრიის ფართო სპექტრში. აკადემიის საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა დაიკავონ სამეთაურო თანამდებობები საზღვაო სავაჭრო გემების ეკიპაჟებში, საზღვაო კრუინგულ კომპანიებში და სხვა სახელმწიფო თუ კერძო სამსახურებში, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია საზღვაო ტრანსპორტის მომსახურებასთან, კონტროლთან და მართვასთან.  

აკადემია ხელს უწყობს საქართველოს შავიზღვისპირა ზოლში განლაგებული სხვადასხვა საზღვაო დაწესებულების განვითარებას. ბათუმის, ფოთის და ყულევის ნავსადგურებთან და სუფსის ტერმინალთან ახლომდებარეობა კარგ პირობებს უქმნის აკადემიის სტუდენტებს მიიღონ სრულფასოვანი სასწავლო პრაქტიკა ხსენებული ნავსადგურების ბაზაზე, ამავე დროს აკადემია უზრუნველყოფს მათ კვალიფიცირებული კადრებით.


« უკან