info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამაში მონაწილეობის პირობები

4 მაისი 2016 წელი
სურათი

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, გარდა თბილისისა. პროგრამა ხორციელდება კონტრაქტორი ორგანიზაციების მეშვეობით სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ.

საქართველო დაყოფილია 4 (ოთხი) ტერიტორიულ ერთეულად (ლოტად). თითოეულ ლოტში წარმოდგენილია განმახორციელებელი ორგანიზაცია, ესენია:

1. აჭარა, გურია, სამეგრელო, ზემო სვანეთი - შპს ჯი-ემ-სი-ჯი  - INNOVA.

ქ. ბათუმი, ა. მელაშვილის ქ. #2

ქ. ზუგდიდი, ლაზის ქ. #14

ქ. ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ. #114

 16100 (ცხელი ხაზი)

 

2. კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი - შპს თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრი.

    ქ. თელავი, ი.ჭავჭავაძის ქ. 87,    

    ქ. გორი, სამეფოს ქ.27,    

    ქ. დუშეთი, დ. აღმაშენებლის ქ.44,  

     +995 32 205 19  92 (ცხელი ხაზი)

3. სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი - ა(ა)იპ RDA  - რეგიონალური განვითრების ასოციაცია.

  ქ. ახალციხე, გვარამაძის ქ. #16

  ქ. მარნეული, რუსთაველის ქ. # 48                          

 +995 32 205 19  92   

info@rda.org.ge

4. იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი -ა(ა)იპ საქართველოს სკაუტური მოძრაობა -

საქართველოს სკაუტები.

ქ. ქუთაისი, კოსტავას ქ. # 9

ქ. აბროლაური, თამარ მეფის #1

0431 – 25 – 55 – 74

sme@scout.ge

 

 პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც არის 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი.

პროგრამაში ჩართვისთვის, აღნიშნულმა ფიზიკურმა პირ(ებ)მა უნდა შეავსოს ონლაინ აპლიკაციის ფორმა ვებ გვერდზე www.qartuli.ge, რომელზეც ხდება პერსონალური მონაცემების შეყვანა და უნდა მოხდეს ბიზნეს იდეის აღწერა, რომელიც მაქსიმუმ 2000 სიმბოლოსგან უნდა შედგებოდეს.

ბიზნეს იდეების კონკურსის დასრულების შემდგომ ხდება იდეების შეფასება და მოწონებული იდეის ავტორები მონაწილეობას იღებენ ბიზნეს გეგმის შედგენის ტრენინებში. ბიზნეს გეგმის ტრენინგზე ხდება სწავლება, თუ რა ინფორმაციას უნდა მოიცავდეს ბიზნეს გეგმა და ამის შემდგომ ხდება პირველ ეტაპზე შევსებული განაცხადის ფორმაში აღწერილი ბიზნეს იდეის უფრო კვალიფიციურ ბიზნეს გეგმად გადაქცევა. ამ ეტაპის დასრულებისას პოტენციური ბენეფიციარები მონაწილეობას იღებენ ბიზნეს გეგმების ტრენინგში.

გამარჯვებული ბიზნეს პროექტის ავტორი ან ავტორთა ჯგუფი აცხადებს მზაობას, რომ დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად და მიენიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი. ერთი პირის შემთხვევაში შეუძლია გახდეს მიკრო, მცირე, ფიქსირებული ან ინდივიდუალური მეწარმე პირი, ხოლო ორი ან სამი პირის გაერთიანების შემთხვევაში უნდა შექმნან ამხანაგობა, უნდა გახსნან საბანკო ანგარიში და  შემდგომ ხდება ხელშეკრულების გაფორმება სააგენტოსთან.

 

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ბენეფიციარს ან ბენეფიციართა ჯგუფს ეძლევა გონივრული ვადა, რათა დახარჯონ თავიანთი თანამონაწილეობა მინიმუმ 20% და განმახორციელებელ ორგანიზაციას წარუდგენენ ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაცია, რის შემდეგაც ხდება, განხორციელებული სამუშაოების ადგილზე მონიტორინგი და შეფასება რამდენად სწორად მოხდა თანხების ათვისება.

დადებითი შეფასების შემთხვევაში კონტრაქტორი ორგანიზაცია წარუდგენს სააგენტოს რეკომენდაციას, რის საფუძველზეც მოხდება ბენეფიციარის/ბენეფიციართა ჯგუფის საბანკო ანგარიშზე, პროგრამით გათვალისწინებული, თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვა. ანალოგიურად ხდება თანადაფინანსების თანხის ხარჯვის მონიტორინგი და ბიზნეს პროექტის განხორციელების მონიტორინგი.

ერთ მეწარმე სუბიექტზე თანადაფინანსების თანხა შეადგებს არაუმეტეს 5,000.00 (ხუთიათასი) ლარს.

ორი მეწარმის გაერთიანების შემთხვევაში არაუმეტეს 10,000.00 (ათიათასი) ლარი

სამი მეწამის გაერთიანების შემთხვევაში არაუმეტეს  15,000.00 (თხუთმეტიათასი) ლარი.

 

გამარჯვებულ ბენეფიციარებს დამატებით ეძლევათ საშუალება გაიარონ ბიზნეს ადმინისტრირების და ფინანსური მართვის ტრენინგი და ასევე ინდივიდუალური კონსულტაციები პროექტის დასრულებამდე.

პროგრამის მეორე რაუნდი, განაცხადების (ბიზნეს იდეების) მიღება დაიწყება 2016 წლის 15 თებერვლიდან და გაგრძელდება 2016 წლის 31 მარტის ჩათვლით.

ერთ პიროვნებას შეუძლია მხოლოდ ერთი ბიზნეს იდეის წარდგენა.

განაცხადების მიღება ხდება მხოლოდ ელექტრონულად, ჩვენი ვერ გვერდის www.qartuli.ge მეშვეობით, სადაც 2016 წლის 15 თებერვალს გამოჩნდება ველი - ბიზნეს იდეების კონკურსი.

 

 

პოტენციური ბენეფიციარის მიერ, პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელი ეტაპების ქრონოლოგიური, მოკლე ჩამონათვალი:

·         ბიზნეს იდეების კონკურსი;

·         ბიზნეს გეგმების შედგენის ტრენინგი;

·         ბიზნეს გეგმების კონკურსი;

·         ხელშეკრულების გაფორმება სააგენტოსთან;

·         თანამონაწილეობის (მინიმალური 20%) თანხის ათვისება;

·         ტრენინგები ბიზნესის ადმინისტრირებასა და ფინანსებში;

·         ინდივიდუალური კონსულტაციები.


« უკან