info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

პროფესიული მომზადების ცენტრი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ცენტრის შესახებ

პროფესიული მომზადების ცენტრი საზღვაო აკადემიის სტრუქტურული ერთეულია, რომელიც განახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებს.
ცენტრის მიზანია  დაინტერესებულ პირთა შრომის  შიდა და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი პროფესიული განათლებით უზრუნველყოფა.
ცენტრის საქმიანობა ხორციელდება აკადემიური პერსონალის, მოწვეული მასწავლებლების, მექანიკოს-ინსტრუქტორების, ოსტატების, ადმინისტრაციული პერსონალისა და პროფესიული სტუდენტების კოორდინირებული თანამშრომლობით, ეფექტური მექანიზმების გამოყენებით.
ცენტრი მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საქართველოსა  და უცხოეთის ქვეყნების პროფესიულ  საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სწავლების ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.

პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება   შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გზით,  შემდეგი ტესტებით:

  • საბაზო ცოდნის შესამოწმებელი ტესტის მათემატიკური ნაწილი -

       http://www.naec.ge/images/doc/SXVA/sabazo%20codnis%20shesamocmebeli%20testi.pdf

       http://www.naec.ge/images/doc/SXVA/matematika-prof-2015-nimushebi.pdf

პროფესიული ტესტირების საფუძველზე ვაუჩერული დაფინანსების მოპოვების მიზნით პროფესიულ ტესტირებაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფისთვის განსაზღვრული ჯამური მაქსიმალური ქულის 25 %-ს.

2015 წელს  ორგანიზებული გაზაფხულ-შემოდგომის პროფესიული ტესტირების საფუძველზე ვაუჩერული დაფინანსებით საზღვაო აკადემიის 2 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწვლობს 196 პროფესიული სტუდენტი.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2015 წლის  18  ნოემბრის N38 გადაწყვეტილების საფუძველზე საზღვაო აკადემიამ ავტორიზაციის გზით დაიმატა პროფესიული  საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი  III საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - კომპიურტერული საინჟინრო გრაფიკის ოპერატორი. პროგრამაზე მიღება გამოცხადდება 2016 წელს. მისაღები კონტინგენტის რაოდენობა პროგრამაზე   15 პროფესიული სტუდენტით განისაზღვრა.


« უკან