info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

ფაკულტეტის შესახებ

სურათი

ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი გაიხსნა 2007 წელს მანამდე არსებული ტრანსპორტის მენეჯმენტის ფაკულტეტის ბაზაზე. მისი ფუნქციონირების ძირითად მიმართულებას წარმოადგენს: საზღვაო ინდუსტრიის ცალკეულ სფეროებში (საზღვაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ლოჯისტიკის, საზღვაო ტურიზმის და საერთაშორისო ბიზნესისთვის) კვალიფიციური, დასაქმების საერთაშორისო ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება და მათზე შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება; სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა და წარმართვა უმაღლესი აკადემიური სტანდარტების შესაბამისად ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დონეებზე; ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და უზრუნველყოფა, რომელიც სტუდენტებში განავითარებს ლიდერობისა და პროფესიული მოღვაწეობისათვის აუცილებელ ანალიზისა და კვლევის უნარ-ჩვევებს; ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, რომელიც ხელს უწყობს მაღალი მორალური ღირებულებების მქონე მოქალაქის ფორმირებას, რომლის მსოფლმხედველობა დაფუძნებული იქნება ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებზე, გარემოსადმი მზრუნველობის, ჰუმანიზმის, ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი და გენდერული ტოლერანტობის პრინციპებზე.

ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეპარტამენტებია:

  • ლოჯისტიკის დეპარტამენტი    
  • ნავსადგურის მართვის დეპარტამენტი
  • ჰუმანიტარულ და სოციალურ დისციპლინათა დეპარტამენტი
     


 


« უკან