info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სტუდენტთა და ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია

13 მარტი 2019 წელი
სურათი

გაცნობებთ, რომ საზღვაო აკადემიის 2018-2019 სასწავლო წლის კალენდრის თანახმად სტუდენტთა კონფერენცია დაგეგმილია 24 მაისს, ხოლო ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია  21 ივნისს

კონფერენციის მოსამზადებელი და საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად იმუშავებს საორგანიზაციო კომიტეტი შემადგენლობით:

  1. ირაკლი კაცაძე რექტორის პირველი მოადგილე (თავმჯდომარე);
  2. აბდულ კახიძე - რექტორის მოადგილე;
  3. ირაკლი დოლიძე - საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი;
  4. რომან მამულაძე - ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი;
  5. მზია დიასამიძე - მაგისტრატურის სამსახურის უფროსი;
  6. ლუიზა სიხარულიძე - საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
  7. გოჩა ჩინჩალაძე - ბიბლიოთეკის უფროსი;
  8. გელა ბაკურიძე - საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი;
  9. დავით კიკვაძე - საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი;
  10. გიორგი კაკაშვილი - სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი.

საკონფერენციო ნაშრომების რეცენზირებასა და შერჩევას განახორციელებს სარედაქციო კომიტეტი:

  1. ვაჟა ანანიძე - ასოცირებული პროფესორი (თავმჯდომარე);
  2. ავთანდილ გეგენავა - პროფესორი;
  3. ჯონი ბაბილოძე - ასოცირებული პროფესორი;
  4. მაია ტუღუში - ასოცირებული პროფესორი;
  5. გულად თხილაიშვილი - აკადემიური დოქტორი, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
  6. ზურაბ ბეჟანოვი - პროფესორი;
  7. მარიამ პაპუნაიშვილი - დოქტორანტი - კომიტეტის მდივანი.

საჭიროების შემთხვევაში სარედაქციო კომიტეტს უფლება აქვს მოიწვიოს საზღვაო აკადემიის ნებისმიერი აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალი, ასევე საზღვაო აკადემიასთან არააფილირებული პროფესორი, ან გარე ექსპერტი.

ორივე კონფერენცია ღიაა, ანუ მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვა უსდ-ების სტუდენტებს და საზღვაო აკადემიასთან არააფილირებულ მკვლევრებს.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, ნაშრომები დადგენილ ვადებში მიაწოდოთ კონფერენციის სარედაქციო კომიტეტის საკონტაქტო პირს, მარიამ პაპუნაშვილს: m.papunashvili@bsma.edu.ge;  mobile:577 272888.

ნაშრომის წარდგენის ფორმა იხილეთ თანდართულ  ფაილში.

სტუდენტთა ნაშრომების მიღება დასრულდება 6 მაისს.

სამეცნიერო კონფერენციაზე ნაშრომების მიღება დასრულდება 25 მაისს.

ყველა ნაშრომის ვერბალური (მოხსენებით) წარდგენა კონფერენციაზე უნდა მოხდეს Power Point-ის (PPt) პრეზენტაციის სახით.

აკადემიის ადმინისტრაცია გეგმავს კონფერენციის მასალების (ნაშრომების) თავმოყრას და ელექტრონული ჟურნალის სახით ატვირთვას აკადემიის ბიბლიოთეკის ვებგვერდზე.

ელექტრონულ ჟურნალში მოხვდება მხოლოდ ის ნაშრომები, რომლებიც ვერბალურად იქნება წარმოდგენილი კონფერენციაზე.

ნაშრომის სრული მოცულობა (ტექსტი, ნახაზები, დიაგრამები, ილუსტრაციები და სხვა) არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 10 გვერდს (სტუდენტებისათვის არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 8 გვერდს).

ორივე კონფერენციას მოემსახურება ერთიდაიგივე სარედაქციო კომიტეტი, რომლის თავმჯდომარედ რექტორის მიერ დაინიშნა ბატონი ვაჟა ანანიძე.

 

 

  საკონფერენციო ნაშრომის ფორმატი 2019

« უკან