info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    

დამსაქმებელთა ფორუმი

5 თებერვალი 2020 წელი
სურათი

სტუდენტთა საყურადღებოდ!

2020 წლის 2 მარტს სასტუმრო შერატონის საკონფერენციო დარბაზში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ორგანიზებით, გაიმართება დამსაქმებელთა ფორუმი.

დამსაქმებელთა ფორუმი არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც საშუალებას აძლევს საზღვაო სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს გააცნონ ერთმანეთს სფეროს სიახლეები, მოთხოვნები და გამოწვევები. ასევე, ახალგაზრდებს ეძლევათ უნიკალური შანსი ერთ სივრცეში გააცნონ თავი მათთვის საინტერესო ორგანიზაციებს და მიიღონ სასურველი ინფორმაცია. აღნიშნული ღონისძიებით ჩვენ ვცდილობთ წავშალოთ ბარიერები და საშუალება მივცეთ ყველას მიაღწიონ დასახულ მიზნებს.

დამსაქმებელთა ფორუმს დაესწრებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, განათლების სამინისტროს, ბათუმის მერიის, ასევე კერძო სექტორის, პორტების, საკრუინგო, სადაზღვევო და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები.

გთხოვთ, ვისაც სურვილი გაქვთ გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/dMcJszpGts4NAg689

CV

http://bsma.edu.ge/upload/Forum%20CV%20form.docx

 


« უკან