info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

პლაგიატის პრევენცია

19 თებერვალი 2020 წელი
სურათი

19 თებერვალი პლაგიატის პრევენციის დღეა

2016 წლიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 19 თებერვალი აღინიშნება, როგორც პლაგიატის პრევენციის დღე (Prevent Plagiarism Day) https://www.holidailys.com/single-post/2016/02/19/Prevent-Plagiarism-Day

პლაგიატი ერთე-რთი ყველაზე გავრცელებული და ძნელად აღმოსაფხვრელი დარღვევაა თანამედროვე საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროში.

ოქსფორდის ლექსიკონში პლაგიატი განმარტებულია, როგორც სხვისი ნაშრომის ან იდეის საკუთარ ნაშრომად ან იდეად წარმოჩენის აქტი. https://www.oxfordreference.com/view/10.1093/acref/9780199212064.001.0001/acref-9780199212064-e-766

სიტყვა პლაგიატი მომდინარეობს ლათინური სიტყვისაგან Plagium-ისგან, რომელიც მიტაცებას ნიშნავს. ძველ რომში პლაგიატორს მოპარული მონების გადამყიდველს ეძახდნენ.

თუ ნაშრომში სხვა ნაშრომიდან გამოყენებული ფრაგმენტი სრულყოფილად არ არის მითითებული, ანუ არ არის ციტირებული დადგენილი წესით, ეს ჩაითვლება პლაგიატის გამოვლინებად მაშინაც კი, როცა არსებობს გამოყენებული ნაშრომის ავტორის თანხმობა  გამოყენების თაობაზე.

პლაგიატი შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმით:

  • პირდაპირი პლაგიატი, ანუ სხვა ნაშრომის მთლიანად ან მისი ფრაგმენტის უცვლელად ან ნაწილობრივ სახეცვლილად გადმოღება წყაროს მითითების გარეშე;
  • თვითპლაგიატი, ანუ ნაშრომში საკუთარი, მაგრამ უკვე გამოქვეყნებული ნაშრომიდან ფრაგმენტის უცვლელად ან ნაწილობრივ სახეცვლილად გადმოღება წყაროს მითითების გარეშე;
  • მოზაიკური პლაგიატი, ანუ სხვა რამდენიმე ნაშრომიდან აღებული ფრაგმენტების შეზავებით, გაერთიანებით მიღებული ტექსტი შესაბამისი წყაროების მითითების გარეშე

პლაგიატი შეიძლება იყოს გამიზნული ანუ გაცნობიერებული და ასევე უნებლიე ანუ გაუცნობიერებული. ორივე შემთხვევაში პლაგიატი ითვლება სერიოზულ დარღვევად.

აღსანიშნავია, რომ 1981 წლის 19 თებერვალს ჯგუფი ბითლზის ლეგენდარულ მომღერალს ჯორჯ ჰარისონს დაეკისრა 587 000 დოლარის გადახდა ABKCO Music-ისათვის, როცა ჰარისონს დაუმტკიცდა გაუცნობიერებული პლაგიატის გამოვლენა თავის ცნობილ სიმღერაში “My Sweet Lord” რონი მაკის სიმღერის  "He's So Fine" ტექსტისა და მელოდიის გამოყენების გამო.  http://digital-law-online.info/cases/221PQ490.htm

2019 წელს საზღვაო აკადემია შეუერთდა ERASMUS+-ის პროექტს „Academic Integrity for Quality Teaching and Learning in Higher Education Institutions in Georgia (INTEGRITY)“, რომლის მთავარი მიზანია ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ აკადემიური და საზღვაო საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელი!

Sail away from Plagiarism!

Integrity in a Study Equals to Safety in Navigation!

 

P.S. FB-ს ბმულზე: https://www.facebook.com/academicintegrityproject/photos/rpp.168040780777979/509047596677294/?type=3&theater

შეგიძლიათ ნახოთ პროექტ „INTEGRITY“-ში ჩართული საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების მიერ მომზადებული პოსტერები პლაგიატის წინააღმდეგ.

 


« უკან