info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის „ბიზნესის ადმინისტრირების“ საგანმანათლებლო პროგრამაზე წარდგენილი ანგარიშის განხილვა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომაზე

1 მაისი 2020 წელი

მიმდინარე წლის 30 აპრილს დისტანციურ რეჟიმში გაიმართა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა.

საბჭოს დღის წესრიგის მიხედვით განხილულ იქნა სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის „ბიზნესის ადმინისტრირების“ საგანმანათლებლო პროგრამაზე წარდგენილი ანგარიში.

საზღვაო აკადემიის მხრიდან სხდომას ესწრებოდნენ რექტორის მოადგილე, პროფესორი ა. კახიძე, აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოც. პროფესორი ნ. ყურშუბაძე, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი, „ბიზნესის ადმინისტრირების“ საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი რ. მამულაძე, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოც. პროფესორი გ. თხილაიშვილი და „ბიზნესის ადმინისტრირების“ საგანმანათლებლო პროგრამის თანახელმძღვანელი, ასოც. პროფესორი ლ. ძნელაძე.

საზღვაო აკადემიის მიერ წარდგენილი ანგარიში და ზეპირი მოხსენება აკრედიტაციის საბჭოს წევრების მხრიდან შეფასებულ იქნა დადებითად და ერთხმად იქნა მიღებული ცნობად.

გილოცავთ საზღვაო აკადემიის კიდევ ერთ წარმატებას!


« უკან