info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

აკადემიის მისია, ხედვა, ღირებულებები

ხედვა

ჩვენ ვესწრაფვით გადავაქციოთ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია შავი და კასპიის ზღვის რეგიონის წამყვან საგანმანათლებლო ცენტრად საზღვაო და მომიჯნავე დარგებში[1].

ჩვენი დევიზია: ღირსება, ცოდნა, გამოცდილება (Honor, Disciplina, Experientia)

მისია

საზღვაო აკადემიის მისიაა:

  • შეასრულოს საზღვაო და მომიჯნავე დარგებში კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადების, კვლევების განხორციელების და ცოდნის საზოგადოებაში გავრცელების საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია;
  • უზრუნველყოს დასაქმების ბაზრის მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე, პროფესიული პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის, გუნდში მუშაობის, პიროვნული პოტენციალის რეალიზებისა და კვლევის უნარებით აღჭურვილი პასუხისმგებლიანი სპეციალისტებისა და ლიდერების  მომზადება თანამედროვე სტანდარტების პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და უწყვეტი განათლების საწვრთნელი კურსების საფუძველზე;
  • იხელმძღვანელოს დემოკრატიისა და ჰუმანიზმის, გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის, ტოლერანტობისა და თანასწორობის პრინციპებით და უზრუნველყოს სწავლის, სწავლებისა და კვლევის აკადემიური თავისუფლება;
  • გაზარდოს საკუთარი სასწავლო და კვლევითი პოტენციალი საქართველოსა და უცხოეთის საგანმანათლებლო და დამსაქმებელ ინსტიტუციებთან თანამშრომლობისა და ინტერნაციონალიზაციის გაძლიერების გზით;

 

ღირებულებები და პასუხისმგებლობა

  1. ვაცნობიერებთ, რომ ჩვენზე დაკისრებულია სწავლების, კვლევის და ახალი ცოდნის შექმნის განმახორციელებლების როლი საზღვაო განათლების სფეროში;
  2. ვაცნობიერებთ, რომ ვალდებულნი ვართ ხელი შევუწყოთ ცოდნისა და პროფესიული პრინციპების გავრცელებას საზოგადოებაში;
  3. ვაცნობიერებთ, რომ საგანმანათლებლო პროცესი და საგანმანათლებლო პროგრამები უნდა იყოს ორიენტირებული:
  • სტუდენტის ინტერესებზე;
  • ცოდნაზე, უნარების განვითარებასა და პროფესიონალიზმზე;
  • სწავლის შესაძლებლობაზე ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე;
  • ეთიკისა და მოქალაქეობის განცდის განვითარებაზე;
  • ინოვაციებზე და ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე;
  • საზოგადოების წევრების პატივისცემასა და ტოლერანტობაზე;
  • გარემომცველი სამყაროს დაცვაზე.
  1. გვაქვს ინტელექტუალური ზრდის რწმენა;
  2. გვჯერა ისეთი აზროვნების დამკვიდრებისა, რომელიც გულისხმობს თავისუფლად შეკითხვის დასმას, სხვისი თვალსაზრისის პატივისცემას, დასაბუთებული კვლევითი ხასიათის შეკითხვების ფორმულირებას;
  3. გვჯერა, ისეთი აზროვნების დამკვიდრებისა, რომელიც გულისხმობს  კოლეგიური დიალოგისა და დებატების შესაძლებლობას სტუდენტების, პერსონალისა და მასწავლებლების საზოგადოებაში, რის შედეგადაც შესაძლებელია, ყველასათვის მისაღები კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღება;
  4. გვჯერა, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობით აკადემიის მთელ პერსონალთან, სტუდენტებთან, კურსდამთავრებულებთან, დამსაქმებელ ორგანიზაციებთან, პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, დაინტერესებულ საზოგადოებასთან;
  5. გვჯერა, რომ სწავლებასა და კვლევას აქვს ურთიერთშემავსებელი მნიშვნელობა.
 

 


« უკან